უნდა გავიგოთ, რომ ხმს ისო 9001, ისო 22000 შესაბამისობის სერტიფიკატების მიღება შესაძლებელია და აუცილებელიც, მხოლოდ ხმს ისო 9001, ისო 22000 შესაბამისი დოკუმენტაციის თქვენს საწარმოში შემუშავებისა და...
რატომ ისო 9001 ?
ისო 9001 -სერია საერთაშორისო სტანდარტებისა, რომელიც აღწერს მოთხოვნებს საწარმოებისა და ორგანიზაციების ხარისხის მართვის (მენეჯმენტის) სისტემის მიმართ.
საერთაშორისო სტანდარტების ისო 9001 -ის სერია შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 176 (ТК 176) ტექნიკური კომიტეტის მიერ. სტანდარტებს საფუძვლად უდევს ხარისხის საყოველთაო მართვის (TQM) თეორიის იდეები და დებულებები.
ისო 9001:2015 მოთხოვნების შესაბამისობა ადასტურებს მომწოდებლის სანდოობის გარკვეულ დონეს და კეთილგანწყობას მისი კომპანიისადმი. თანამედროვე კომპანიების შეხედულებით, ისო 9001: 2015 -ის მოთხოვნებთან შესაბამისობა - ის მინიმალური დონეა, რომელიც იძლევა ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას.
თავად ისო 9001:2015 -ის შესაბამისობის სერტიფიკატი წარმოადგენს გარეშე, დამოუკიდებელ დადასტურებას სტანდარტების მოთხოვნების მიღწევისა.
მიზანი ისო 9001:2015 სტანდარტებისა არის საწარმოოს პროდუქციის და ხარისხის მართვის სისტემის სტაბილური დოკუმენტირებული ფუნქციონირება.
საწყისი მიმართულება ისო 9000 სტანდარტების სერიისა იყო სორედ კომპანიების ურთიერთობა მომხმარებელ -მომწოდებელს შორის. 2000 წელს ისო 9000 სტანდარტების მესამე ვერსიის მიღებით, მეთი ყურადღება ექცევა ორგანიზაციის უნარს, ყველა დაინტერესებლი მხარის: მესაკუთრეების, თანამშრომლების, საზოგადოების, მომხმარებლების, მომწოდებლების მოთხოვნათა დაკმაყოფილებისა.
დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე მეტად მოთხოვნილებად ინსტრუმენტს, რომელსაც ენდობა მომხმარებელი, წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტი ისო 9001:2015 - მოთხოვნებთან შესაბამისობის სერტიფიკაცია.
ისო 9001:2015 -ის ძირითად ცვლილებებს განეკუთვნებიან:
- სტანდარტის სტრუქტურის შეცვლა;
- აშკარა მოთხოვნა რისკზე ორიენტირებული აზროვნების შენარჩუნების და გაუმჯობესებისა, მართვისადმი პროცესული მიდგომების გაგების და გამოყენებისა;
- გაზრდილი ყურადღება დაინტერესებული მხარეების კონტექსტებთან -ორგანიზაციის, მოთხოვნილებებთან და მოლოდინთან მიმართებით;
- მეტი მოქნილობა ხარისხის მართვის სისტემის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით;
- მეტი აქცენტები სტანდარტის გამოყენებისა მომსახურებაში;
- მოთხოვნა -ნათლად განისაზღვროს ხარისხის მართვის სისტემის გამოყენების სფერო;
- მეტი მოთხოვნები უმაღლესი ხელმძღვანელობის მიმართ;
- მეტი აქცენტები დაგეგმილი შედეგების მიღწევაზე, მომხმარებელთა კმაყოფილების ასამაღლებლად;
- მოთხოვნების ნაკლები მინაწერები.