• English
  • Georgian
  • Русский

ზოგადი ტერმინოლოგია

პროდუქცია :საქმიანობის,ან პროცესების შედეგი;

მომსახურება: მომწოდებლისა და მომხმარებლის უშუალო ურთიერთქმედებისა და მომხმარებლის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად მომწოდებლის შიდა საქმიანობის შედეგი;

მომსახურების გაწევა: მიმწოდებლის საქმიანობა , რომელც აუცილებელია მომსახურების უზრუნველსაყოფად;

მომხმარებელი: მიმწოდებლის მიერ მიწოდებული პროდუქციის მიმღები;

ხარისხი: ობიექტის იმ მახასიათებელთა ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებულია მის უნართან, დააკმაყოფილოს დადგენილი და სავარაუდო მოთხოვნილებები;

უსაფრთხოება: მდგომარეობა, რომლის დროსაც (პერსონალის) ზიანის რისკი ან ზარალი შეზღუდულია დასაშვები დონით;

შესაბამისობა: დადგენილი მოთხოვნების შესრულება;

ხარისხის მართვა: ოპერატიული ხასიათის ტექნიკისა და საქმიანობის მეთოდები და სახეები, რომლებიც გამოიყენება ხარისხის მიმართ მოთხოვნების შესასრულებლად;

ხარისხის სისტემა: ხარისხის საერთო ხელმძღვანელობის განხორციელებისათვის საჭირო საორგანიზაციო სტრუქტურის , მეთოდიკების, პროცესებისა და რესურსების ერთობლიობა;

შესაბამისობის შეფასების ორგანო (conformity assessment body) : შესაბამისობის შეფასების მომსახურების განმახორციელებელი ორგანო. შენიშვნა-აკრედიტაციის ორგანო არ არის შესაბამისობის შეფასების ორგანო;

სერტიფიკაცია (certification): შესაბამისობის დადასტურება მესამე მხარის მიერ, დაკავშირებული პროდუქციასთან, პროცესებთან, სისტემებთან ან პერსონალთან. მართვის (მენეჯმენტის) სისტემის სერტიფიკაციას ზოგჯერ რეგისტრაციას უწოდებენ;

შესაბამისობის შეფასება - დასტური იმისა, რომ მოცემული მოთხოვნები პროდუქციისადმი, პროცესისადმი, სისტემისადმი, პირის ან ორგანოს მიმართ შესრულებულია;

ხარისხზე ორიენტირებული ორგანიზაციები, ანვითარებენ კულტურას, რომელიც ჰპოვებს თავის  გამოხატვას ქცევაში, აზროვნების სტილში, მოქმედებებსა და პროცესებში, გამიზნულს ღირებულებების შესაქმნელად დაინტერესებული მხარეების მოთხოვნების დაკმაყოფილების მეშვეობით. ორგანიზაციის მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი, განისაზღვრება მომხმარებელთა დაკმაყოფილების  უნარით, ან გაუთვალისწინებელი ზემოქმედებით  სხვა დაინტერესებულ მხარეებზე. პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი მოიცავს არა მარტო მათში ჩადებულ ფუნქციებსა და პარამეტრებს, არამედ მომხმარებლის მიერ მათი ფასეულობისა და სარგებლიანობია აღქმას.

ხარისხის მართვის(მენეჯმენტის) სისტემა (ხმს)მოიცავს ქმედებას, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაცია , სასურველი შედეგების მისაღწევად,ისახავს თავის მიზნებს და განსაზღვრავს საჭირო პროცესებსა და რესურსებს; ხმს წარმართავს ურთიერთმოქმედ პროცესებსა და რესურსებს, საჭიროს ფასეულობების შესაქმნელად და პროდუქციის საწარმოებლად შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის; ხმს  აძლევს საშუალებას უმაღლეს ხელმძღვანელობას რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციისა, მიღებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების შედეგების გათვალისწინებით; ხმს, პროდუქციისა და მომსახურების მიწოდებისას უზრუნველყოფს, მოსალოდნელი და დაუგეგმავი სიტუაციების შესაბამისად, ზომების მისაღებად  ქმედებების განსაზღვრის საშუალებებს.

ორგანიზაციის კონტექსტი ორგანიზაციის კონტექსტის გაგება არის პროცესი. ეს პროცესი განსაზღვრავს ფაქტორებს, რომლებიც ზემოქმედებენ ორგანიზაციის განზრახულებაზე, მის მიზნებსა და მდგრადობაზე; იგი ითვალისწინებს შიდა ფაქტორებს, ისეთებს, როგორიცაა ფასეულობები, კულტურა, ცოდნა, და ორგანიზაციის საწარმოო მახასიათებლები. ის ასევე იღებს მხედველობაში გარე ფაქტორებს, რომლებიც დაკავშირებულია იურიდიულ, ტექნოლოგიურ, კულტურულ, სოციალურ და  ეკონომიურ სფეროებთან, აგრეთვე კონკურენციასა და ბაზართან.