• English
  • Georgian
  • Русский

ჩვენ პროფესიონალები ვართ

ისო9001:2015; ისო 22000 ...

რატომ ისო 9001 ?

ისო 9001 -სერია საერთაშორისო სტანდარტებისა, რომელიც აღწერს მოთხოვნებს საწარმოებისა და  ორგანიზაციების ხარისხის მართვის (მენეჯმენტის) სისტემის მიმართ.  საერთაშორისო სტანდარტების ისო 9001 -ის სერია შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 176 (ТК 176) ტექნიკური კომიტეტის მიერ. სტანდარტებს საფუძვლად უდევს ხარისხის საყოველთაო მართვის (TQM) თეორიის იდეები და დებულებები.

ისო 9001:2015 მოთხოვნების შესაბამისობა ადასტურებს მომწოდებლის სანდოობის გარკვეულ დონეს  და კეთილგანწყობას მისი კომპანიისადმი. თანამედროვე კომპანიების შეხედულებით, ისო 9001: 2015 -ის მოთხოვნებთან შესაბამისობა - ის მინიმალური დონეა, რომელიც იძლევა ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას. თავად ისო 9001:2015 -ის შესაბამისობის სერტიფიკატი  წარმოადგენს გარეშე, დამოუკიდებელ დადასტურებას სტანდარტების მოთხოვნების მიღწევისა.

რა არის ისო 9001:2015?

2015 წელს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ოპგანიზაცია (ისო) -მ გამოუშვა მეხუთე ვერსია სტანდარტისა - ისო 9001:2015 " ხარისხის მართვის სისტემები. მოთხოვნები"

სტანდარტი ისო 9001:2015 საგრძნობლად განსხვავდება მისი წინამორბედი ვერსიისგან, როგორც სტრუქტურულად, ასევე შინაარსითაც. ამიტომ უმჯობესია მოვიყვანოთ ხარისხის მართვის სისტემები განახლებულ სტანდარტთან შესაბამისობაში, რაც შეიძლება მალე! 

ისო 9001:2015 უზრუნველყოფს შიდა ბიზნეს -პროცესების მაღალორგანიზებულობას, პოტენციური რისკების შეფასებას, დაკავშირებულს შიდა და გარე ფაქტორებთან,  გაძლევთ თქვენ წარმატების მეტ შესაძლებლობას   ტენდერებში  მონაწილეობისას!

სტანდარტი ისო 22000

ისო 22000:2005  "  სურსათის და საკვები პროდუქტების უსაფრთხოების სფეროში მართვის სისტემები - მოთხოვნები ნებისმიერი ოპგანიზაციის მიმართ მიწოდების ჯაჭვში " გამოქვეყნებული იყო სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  - ისო-ს მიერ 2005 წელს. ეს პირველი საერთაშორისო სტანდარტი , რომლის საფუძველზეც შეიძლება დაინერგოს და ჩაუტარდეს სერტიფიკაცია საკვები პროდუქციის უსაფრთხოების მართვის  (მენეჯმენტის) სისტემას.  მასში განხილულია ინფორმირების, სისტემის მართვის და რისკების  კონტროლის საკითხები კვების უსაფრთხოებისათვის.

ისო 22000 სტანდარტის შემუშავებამ შესაძლებელი გახადა საერთაშორისო სტანდარტების  მოთხოვნების  დაახლოება " ხასპი"  (HACCP)-ის  სისტემების მოთხოვნებთან.  მაგალითად, ხარისხის მართვის სისტემის ისო 9001 -ის მოთხოვნებთან.

ტექნიკური პირობების შემუშავება

ტპ - ტექნიკური პირობები - ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც ადგენს ტექნიკურ პირობებს, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს პროდუქცია, პროცესი ან მომსახურება, და განსაზღვრავს პროცედურებს, რომლის მეშვეობითშეიძლება დადგინდეს, დაცული იქნეს დადგენილი ნორმები. ჩვენი საექსპერტო ორგანიზაცია შეიმუშავებს ტექნიკურ პირობებს დაკვეთით. ვაწარმოებთ ძველი ტექნკური პირობების აქტუალიზაციას (აუცილებელი პროცედურა არანაკლებ ერთხელ ხუთი წლის განმავლობაში).

გამოცდები

გამოცდები გვაქვს პროდუქციის გამოცდის შესაძლებლობა კვების; სამშენებლო; ელექტროტექნიკური; მანქანათმშენებლობის; ქიმიური; რადიოელექტრონული; მეტალურგიული და სხვა სამრეწველო დარგებისა. საგამოცდო-სასერტიფიკაციო ცენტრში განხორციელებული ყველა გამოცდა იყოფა შემდეგ კატეგორიებად: სასერტიფიკაციო, მათ შორის, ჩატარებული УкрСЕПРО -ს მიერ გაცემული სერტიფიკატის მისაღებად; საწარმოო გამოცდები: საკვლევი, ტიპური, პერიოდული, მისაღები, მისაღებ-ჩასაბარებელი, საკვალიფიკაციო; ხარისხის კონტროლის მიზნით; საარბიტრაჟო გაზომვები - ჩატარებული განმეორებით, შეზღუდული კლიმატური მაჩვენებლების ჩარჩოებში; ტექნიკური სტანდარტების შესაბამისობის კონტროლი; სხვა მოთხოვნები